
ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა
ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები კლინიკის ექთნები არიან.
ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID19-ით ინფიცირებული 141 პაციენტი გადის მკურნალობას.
„შემოვიდა 22 ახალი პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული. დღეს დილისთვის იმყოფება 141 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი ხუთის კი საშუალო სიმძიმისაა“, - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.
კომენტარი