სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ გაიყინა

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ გაიყინა. „შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება რამდენიმე ახალგაზრდა. სწორედ მათ დარეკეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და ითხოვენ შველას. ახალგაზრდები გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.

მაშველები სამაშველო ღონისძიებაზე ფეხით მიდიან.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100