
"გაავრცელეთ ეს ინფორმაცია! ვისაც გული შეტკივა ძალიან გთხოვთ დაუდექით გვერდში"
"გაავრცელეთ ეს ინფორმაცია!
მეგობრებო ავთანდილ ხურციძე ამ კვირაში 99% გათავისუფლდება თუ ეყოლება 4 თავდებში ჩამდგომი ადამიანი. ავთოს სამი ადამიანი უკვე ყავს თავდებში ჩამდგომი და აკლდება ერთი. ვისაც გული შეტკივა ძალიან გთხოვთ დაუდექით გვერდში. ვინც ცხოვრობთ ამერიკაში ლეგალურად..." - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის იგივე ჩაქუჩას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძე კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება.
კომენტარი