სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 თებერვალს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია შედგება

21 თებერვალს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯკიკიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, 12:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკურ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილი თავად წარმოადგენს და ხელს ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერენ.

ვინ იქნება კოალიციის ლიდერი ან ვინ იქნებიან მასში გაწევრიანებულები, ფანჯიკიძეს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პარტიას "ქართულ ოცნება-დამოკრატიულ საქართველოს", მისი პრეზენტაცია მარტის ბოლოს -აპრილის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100