სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო „მოტოლეგენდა“ რუსთაველზე 33 ადამიანს გადაახტება და ილეთის დროს ქალებს აკოცებს

კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში მსოფლიოს „მოტოლეგენდად“ წოდებული კრის პფაიფერი ჩამოდის: მოტოციკლით 33 ადამიანზე გადახტომა, თავბრუდამხვევი ტრიუკები, უკანა საბურავზე 15 წუთის განმავლობაში დატრიალება და ილეთის შესრულების დროს ქალებისთვის ტუჩებში კოცნა - ეს იმ სანახაობის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ექსტრიმის მოყვარული თბილისელები ქალაქის მთავარ გამზირზე ნახავენ.

კრის პფაიფერმა მოტოციკლით პირველად 10 წლის ასაკში, მამასთან ერთად გაისეირნა და მიხვდა, რომ მოტოციკლი მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა. მან დღემდე უამრავ რბოლასა თუ მოტოციკლებით გამართულ სხვა შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველგან გაიმარჯვა.

ერთ-ერთი ურთულესი ილეთის შესრულების დროს კრის პფაიფერი მძიმედ დაშავდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მას რამდენიმე ოპერაცია და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, რომ მომჯობინებულიყო. ექიმები არ ურჩევდნენ ძველი საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ მათ რეკომენდაციებს ფაიფერმა ყურადღება არ მიაქცია და ისევ მოტოციკლზე ამხედრდა.

გრანდიოზული შოუს ჩვენებას პფაიფერი 22 ოქტომბერს, რუსთაველზე გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100