![](img/multimedia/a109419_big.jpg)
საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები - თებერვლის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში
შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულად
მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაფერისით ჩაანაცვლოთ, შეამოწმოთ აკუმულატორი,
შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. „თეგეტა მოტორსი“ საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს განსაკუთრებული
შეთავაზებებით და ავტომობილი ცივი სეზონის შესაბამისად აღჭურვოს.
თებერვლის ბოლომდე ყველა ფილიალში, ზამთრის საბურავის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 50%-იან
ქეშბექს, თანხა ქულების სახით თეგეტა ქარდზე დაბრუნდება. რაც შეეხება Tegeta Shop-ს, ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება აკუმულატორზეც,
რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური
სისტემების მუშაობაში. თეგეტას ფილიალებში ENERGIZER-ისა და MONBAT-ის აკუმულატორებზე
20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო Tegeta Shop-ზე, აღნიშნული ორი ბრენდის გარდა, 20%-იანი
ფასდაკლებით შეიძენთ ასევე EXIDE-ის, FIAMM-ისა და MACPOWER PREMIUM-ის აკუმულატორებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აკუმულატორი, ისევე როგორც საბურავი,
უსაფრთხო გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“
საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი:
„ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო მგზავრობა და
მათი ინფორმირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. წლებია, რაც ამ მიმართულებით არაერთ კამპანიასა
თუ აქტივობას ვახორციელებთ. ვცდილობთ, მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს ავტომფლობელები
იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა ექსპლუატაციაგასულმა საბურავმა, აკუმულატორმა,
ზეთმა თუ სხვა დეტალმა შეუქმნათ. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად
აკონტროლონ ავტომობილის მდგომარეობა, არაერთ აქციას ვთავაზობთ. შესაბამისად, თებერვალში,
როდესაც ტემპერატურა ისევ მინუს ნიშნულზეა, მათთვის არაერთ სეზონურ პროდუქტზე სხვადასხვა
შეთავაზება მოვამზადეთ, რომლით სარგებლობაც როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე
Tegetashop.ge-ზეც
შეუძლიათ“.
აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილით გადაადგილებისას,
საბურავი უშუალოდ გზის სავალ
ზედაპირს ეხება და უსაფრთხო გადაადგილება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან
შესაბამისობაზეა დამოკიდებული. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული
საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.
ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული
პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების
სიმკვრივის დაცემას იწვევს, რაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით
იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს აკუმულატორის ადგილზე მიტანასა და მონტაჟს.
ამასთანავე, თუ მომხმარებელი ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველს ჩააბარებს, კომპანიისგან ფასდაკლებას მიიღებს. ძველი აკუმულატორი კი,
„თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით, გადამმუშავებელ ქარხანას გადაეცემა და მასალების 99% გადამუშავდება, რაც
გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
აკუმულატორებისა და საბურავების გარდა, „თეგეტაში“
სპეციალური ფასდაკლებებია პრემიუმ ბრენდის ზეთებზე. ფილიალებში 4+1 შეთავაზებები ვრცელდება
SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ისა და PETRONAS-ის პროდუქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი
ყოველ შეძენილ 4 ლიტრზე მეხუთეს საჩუქრად მიიღებს. Tegeta Shop-ზე კი 20%-იანი ფასდაკლება
მოქმედებს ზეთების სრულ ასორტიმენტზე. ზეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია,
რადგან ის იცავს ძრავას და უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას. მომხმარებელმა
ყურადღება უნდა მიაქციოს ავტომობილის მიერ გავლილ მანძილს და ყოველი 8000-10000 კმ-ის
შემდეგ უნდა შეცვალოს ძრავის ზეთი. ამასთანავე, რეკომენდაციების მიხედვით, ძრავის ზეთთან
ერთად, სასურველია, შეიცვალოს სალონისა და ჰაერის ფილტრები. აღსანიშნავია, რომ Tegeta
Shop-ზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ავტონაწილებზეც.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს
ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის
ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი
და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური
დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი
აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება.
თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის
Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კომენტარი