
სააკაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)
სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.
საუბრისას ჯან-კლოდ მინიონმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ აუცილებელია ასამბლეის მიერ მიღებული იმ რეზოლუციების გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შუწყობს ხელს. თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის.
მინიონმა კი გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების განხორციელებას.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჟან-კლოდ მინიონმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ქვეყნის პირველი პირი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. დღესვე მიხეილ სააკაშვილი ზამთრის სესიაზე სიტყვით წარსდგება.
კომენტარი