სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა საზღვართან მდებარე ზოგიერთ რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადა „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. 93-ე ბრიგადის განცხადებით, მათ რუსი ჯარისკაცების კოლონების გარღვევა და მათი სამხედრო ტექნიკის განადგურება მოახერხეს. „დავიწყოთ დილა კარგი ამბებით. 93-ე ბრიგადის ქვედანაყოფმა ცალკეულ უბნებზე მტერს უკან დახევა აიძულა. ასევე გაარღვია მტრის კოლონები და რუსებს უამრავი ტექნიკა წაართვა. დეტალება და ფოტოებს თვალყური ადევნეთ“, - წერია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100