
რას უნდა ველოდოთ გადაუღებელი წვიმისგან ღამის განმავლობაში? - რა ინფორმაცია გაანდო მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ დრონი.ჯი-ს
გადაუღებელი წვიმაა ამ წუთებში მთელ საქართველოში.
დრონი.ჯი შეეცადა გაერკვია უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე საფრთხეს ამინდის სახით და მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დაუკავშირდა:
"ზოგან არსებული და მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში, არსებობს სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი რისკი.
შესაძლოა განვითარდეს უეცარი წყალმოვარდნა, და გააქტიურდეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები. გამოიჩინეთ სიფრთხილე"- განაცხადა ჩვენთან საუბარში კობა ფარტენაძემ.
კომენტარი