ვალერი გელაშვილმა შაშიაშვილი 150 000 დოლარით დააფინანსა?
ინტერნეტ ტელევიზიის გახსნა სოლიდურ თანხებთან რომ არის დაკავშირებული, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა ქართული მედიასივრცე ინტერნეტ საიტების და ტელევიზიების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დღეს უკვე ინტერნეტ სივრცეს “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ინტერნეტ ტელევიზია “თეთრები” შეემატა, რომელიც საეთერო სტუდიის ფუნქციასაც ითავსებს. პარტიის მფლობელობაშია გაზეთი “ღირსების ულტიმატუმი”, მხილების მუზეუმი” და სამენოვანი საიტი. მოკლედ, დიდი ავლადიდების პატრონია ბატონი თემური, ვერაფერს იტყვი. ისე, საინტერესოა, დაუფინანსებელმა პარტიამ ინტერნეტ ტელევიზიის გახსნა როგორ მოახერხა?
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
შაშიაშვილის თქმით, ინტერნეტ ტელევიზია “თეთრებს” პარტიის გარდა არავინ აფინანსებს. “პარტიის საბჭოზე რამდენიმე კაცმა 500-500 ლარის დადება გადავწყვიტეთ და ასე შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია, მთელი ტექნიკა, თავისი მომსახურებით 20 000 ლარი დაჯდა”, - აცხადებს, შაშიაშვილი, თუმცა...
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
შაშიაშვილის თქმით, ინტერნეტ ტელევიზია “თეთრებს” პარტიის გარდა არავინ აფინანსებს. “პარტიის საბჭოზე რამდენიმე კაცმა 500-500 ლარის დადება გადავწყვიტეთ და ასე შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია, მთელი ტექნიკა, თავისი მომსახურებით 20 000 ლარი დაჯდა”, - აცხადებს, შაშიაშვილი, თუმცა...
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
“დრონი.ჯი”-ს თემურ შაშიაშვილთან დაახლოებულმა პირმა ამცნო, რომ ამ ტელევიზიას “რესპუბლიკური” პარტიის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აფინანსებს, თავდაპირველი დამფინანსებელი კი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი იყო.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
მკითხველს შევახსენებთ, რომ ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოდან მოსკოვში გაიქცა. 2009 წელს სოჭში გამართული ქართველ ხალხთა ასამბლეის საერთაშორისო ყრილობა, სადაც ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა, ძასოხოვის ორგანიზებით და ფინანსებით იყო მოწყობილი. სხვათა შორის, ამ ყრილობას თემურ შაშიაშვილიც ესწრებოდა.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
ძასოხოვის დაფინანსებით არაერთი ამგვარი ყრილობა გამართულა კრემლშიც. ძასოხოვი ებრალიძესთან და რუს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია. მოკლედ, გამოდის, რომ რუსული ფული ნოღაიდელის და სხვების მსგავსად შაშიაშვილსაც ჰყვარებია. როგორც ჩანს, შაშიაშვილის ტელევიზია “თეთრებს” გარკვეული პერიოდი რუსული ფულით ედგა სული.
და არ გაინტერესებთ ძასოხოვმა შაშიაშვილს დაფინანსება რატომ შეუწყვიტა? შაშიაშვილი მადას არ უჩიოდა თურმე და შესაბამისად, დიდი თანხა პირადი ინტერესებისთვის შეუჭამია. ამის გამო შაშიაშვილ-ძასოხოვს დაუხოციათ ერთმანეთი და რომელ დაფინანსებაზეღაა ლაპარაკი, ძასოხოვი ისეთი გამწარებული ყოფილა, რომ თურმე შაშიაშვილის სახელის გაგონებაც აღარ სურს.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
და არ გაინტერესებთ ძასოხოვმა შაშიაშვილს დაფინანსება რატომ შეუწყვიტა? შაშიაშვილი მადას არ უჩიოდა თურმე და შესაბამისად, დიდი თანხა პირადი ინტერესებისთვის შეუჭამია. ამის გამო შაშიაშვილ-ძასოხოვს დაუხოციათ ერთმანეთი და რომელ დაფინანსებაზეღაა ლაპარაკი, ძასოხოვი ისეთი გამწარებული ყოფილა, რომ თურმე შაშიაშვილის სახელის გაგონებაც აღარ სურს.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
შაშიაშვილს მაშინ გული კი დაწყვეტია, თუმცა ეს ამბავი მალევე დავიწყებია, რადგან ახალი ფულის ტომარის პოვნა არ გასჭირვებია. ვალერი გელაშვილმა ახლახან, მინსკში, ერთ-ერთ სომხურ რესტორანში, შაშიაშვილს 150 000 დოლარი ჩაუთვალაო, გვიმტკიცებს წყარო.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
როგორც ჩანს, გელაშვილმა ჯერ კიდევ არ იცის შაშიაშვილის სიხარბის და გაუმაძღრობის ამბავი, თორემ მას თეთრსაც არ მისცემდა. ისე, საინტერესოა, როდემდე ექნება ამ დუეტს სიამტკბილობა, ალბათ, ადრე თუ გვიან გელაშვილიც გამოიჭერს შაშიაშვილს სიხარბეში და ძასოხოვის მსგავსად ხელს დაუქნევს.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
“დრონი. ჯი” ამ საკითხზე კომენტარისთვის “თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.
“დრონი. ჯი” ამ საკითხზე კომენტარისთვის “თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.
– ბატონო თემურ, “დრონი. ჯი”-ს ინფორმაციით, ინტერნეტ ტელევიზია “თეთრებს” თავდაპირველად გოჩა ძასოხოვი აფინანსებდა, ახლა კი ვალერი გელაშვილი აფინანსებს, ამაზე რას იტყვით?
– სისულელეა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არცერთთან არ მაქვს შეხება. ისე, იცი რა დაწერეთ ორივე - ძასოხოვიც და გელაშვილიც თუ მოგვეხმარებიან კარგი იქნებოდა.
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
P.S. ,,გოჩა ძასოხოვი ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ის და მისი ძმა, რიჩარდი პარტია “თეთრებით” მოხიბლულნი არიან, თქვენს გვერდით ვდგავართო, გვეუბნებიან,” - ამბობდა შაშიაშვილი 2009 წლის მაისში, მაშინ როდესაც ძასოხოვთან “შეხება” ჰქონდა. ( დღეს კი, საკითხავია, აღარ თუ ვეღარ აქვს შეხება)
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
დსფლ;გკლ;დფგკლ;დფგლ;
და კიდევ ერთი: მართალია, ბატონმა თემურმა, “დრონი.ჯი”-ს ინფორმაციას სისულელე უწოდა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ინტერნეტ ტელევიზიის გახსნა-შენახვა ძვირი სიამოვნებაა და პარტიის წევრების მიერ შეკოწიწებული 500 ლარით ტელევიზიის გახსნა ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია. ვისაც სჯერა, გაატარეთ.
კომენტარი