ნინო ბურჯანაძის ფრიალა კაბა და ახალი გვერდი „ფეისბუქზე“
აბა, სად მერლინ მონრო და სად ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ამ ფოტოს ნახვისას ყველაზე ხშირად მაინც მერლინ მონროს ახსენებენ. ეს მსგავსება, როგორც ვიცით, ბურჯანაძესაც არაერთხელ მოუხსენიებია სიამაყით, თუმცა, სულ ამაოდ, რადგან ლეგენდალურ სექს–სიმბოლოსთან მას და მის კაბას მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს – ვერტმფრენიდან გადმოსული ბურჯანაძის კაბის ფრიალი სადღაც მოგაგონებთ მერლინ მონროს ლეგენდარული კაბის არანაკლებ ლეგენდად ქცეულ ფრიალს.
რასაკვირველია, ეს ფოტო არ არის დამზადებული ფოტოშოპისა ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შესაძლოა, ბურჯანაძე ამ დროს ვერც ამჩნევს კაბის ფრიალს, თორემ, იქნებ, მონროს მანერით, ყასიდად ხელიც კი დაეფარებინა...
ეს ფოტო, რომელიც კარგა ხანია, პოპულარულია სოციალურ ქსელებში, დღეს გამოჩნდა „ფეისბუქის“ ახალ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია: „ბურჯანაძე სანაგვეზე“. ამ ჯგუფის ნახვა და დათვალიერება შესაძლებელია აქ. როგორც ფბ–ზე დაანონსდა, ჯგუფის კედელზე ბურჯანაძესთან დაკავშირებული სტატიები და ფოტოები აიტვირთება. როგორც ჩანს, ჯგუფის შემქმნელებმა სახალისო ფოტოთი დაიწყეს, თუმცა, რამდენად გაგახალისებთ ნინო ბურჯანაძის ასეთ სიტუაციაში ხილვა, თავად გადაწყვიტეთ...
კომენტარი