სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ჩაიარა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის „პირველმა ღამემ“?

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ქორწილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა. მენიუც დაადგინეს, კარძების გემოც და საქორწილო ტორტის ფორმაც. მაგრამ აბა, ინტერესი რანაირად იქნება დაკმაყოფილებული, თუკი ვერ გაიგებ, როგორ ჩაიარა ქორწილისშემდგომმა ღამემ? მოდით, გავრისკოთ და პუგაჩოვასა და გალკინის სემთხვევაშიც მას მაინც პირველი ღამე დავარქვათ. თუმცა, უხერხულობა რომ მოვიხსნათ, მოდით, ასე დავწეროთ: საინტერესოა, როგორ ჩაიარა „პირველმა ღამემ?“

რა თქმა უნდა, სარეცელთან დაკავშირებული დეტალები წყვილთაგან არც ერთსა და არც მეორეს არ გამოუქვეყნებია. არადა, ინტერესი დიდი იყო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვამ ქორწილის რიტუალზე წასვლის წინ გულის აბები მიიღო. ეს აბები ტრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგოა და ალა პუგაჩოვაამ გადატანილი ოპერაციის შემდეგ, რეგულარულად უნდა მიიღოს. ჰოდა, გამონაკლისი არც ქორწილის დღე იყო.

ვარსკვლავთა „პირველი ღამის“ დეტალები არა, მაგრამ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ცნობილი მომღერლის ალექსანდრე ბუინოვის მეუღლემ გაახმიანა. ალიონა ალა პუგაჩოვას მეჯვარე გახლდათ და ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრიმადონას ქორწილის მეორე დღეს დაუკავშირდა.

„ჩემმა მეუღლემ ალას დაახლოებით შუადღისას დაურეკა“, - თქვა ალექსანდე ბუინოვმა, - „ისინი კარგა ხანს საუბრობდნენ და როგორც ალიონამ მითხრა, ოთახიდან კისკისი და მხიარული შეძახილები ისმოდა. ალა და მაქსიმი ისევე გრძნობენ თავს, როგორც ახალდაქორწინებული ახალგაზრდები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100