სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სოციალური პარტნიორობა“ 2016 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს აქვეყნებს

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ - უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში, თავის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე (www.goo.gl/EjEYcP) 2016 წლის პირველი ნახევრის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

ნახევარი წლის განმავლობაში ფონდის საერთო ბიუჯეტმა 1 მილიონი ლარი შეადგინა. განაგრძო მუშაობა ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფმა თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლმა და ქობულეთის ბავშვთა პანსიონმა, სადაც მშობლების მზრუნველობას მოკლებული 30 ბავშვი ცხოვრობს, როგორც უზრუნველყოფილ ევროპულ ოჯახებში.
600 მარტოხელა, მძიმე ავადმყოფ, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს ფონდმა აღმოუჩინა სასიცოცხლო დახმარება. ბენეფიციარებმა მიიღეს საჭირო მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

ფონდის მიერ ორგანიზებულ იქნა საქველმოქმედო აქციები, 22 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. შეგროვილი თანხით ოჯახებს გადაეცათ პროდუქტები, მედიკამენტები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ასევე 100-ზე მეტი ბავშვისთვის მოეწყო დაუვიწყარი ღონისძიებები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ „სოციალური პარტნიორობის“ დახმარებით, ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცების ცხოვრება უფრო იოლი გახდა“ - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 700 ადამიანს.

ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.fsp.geოფიციალური Facebook გვერდი:www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100