სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ქონებას ფლობს მილიონერი კახი კალაძე და რამდენს ხარჯავს ქველმოქმედებაში?

3 საცხოვრებელი სახლი, 4 ბინა, მათ შორის 2 უკრაინაში, 8 მიწის ნაკვეთი საქართველოში და საზღვარგარეთ, 7 მსუბუქი ავტომობილი, 6 ფერწერული ტილო და რამდენიმე მილიონი საბანკო ანგარიშებზე, ასე გამოიყურება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახი კალაძეს ქონებრივიდეკლარაცია , რომელიც 2015 წლის 9 იანვარს აქვს შევსებული.

უფრო დეტალურად კი:

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის - სამტრედიაში, რესპუბლიკის 207, ფართობი - 410.00 კვ.მ, დაბა წყნეთში, გურამიშვილის 8, ფართობი - 329.62 კვ.მ და დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10, ფართობი - 188.45.

ასევე, მინისტრი ფლობს 4 ბინას -თბილის, ჭავჭავაძის 23, ფართობი - 364.00 კვ.მ, თბილისი, ბურძგლას 76/80, ფართობი - 396.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, გამარჯვების გამზირი 39, ფართობი - 220.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, შევჩენკოს გამზირი 11, ფართობი - 250.00 კვ.მ

რამდენიმე მიწის ნაკვეთს - საქართველო, სამტრედია, რესპუბლიკის 207, ფართობი - 2400.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, ფართობი - 3030.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, გურამიშვილის 8, ფართობი - 1060.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, გურამიშვილის 10, ფართობი - 1058.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, ვახტანგ გორგასლის 7, ფართობი - 1139.00 კვ.მ, საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 131, ფართობი - 271.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, კონჩაზასპა, ფართობი - 3000.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი,დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, , ფართობი - 2000.00 კვ.მ,

არასაცხოვრებელი ფართს - საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 131, ფართობი - 359.50 კვ.მ, საქათველო, სამტრედია, რუსთაველის 23, ფართობი - 93.90 კვ.მ, საქართველო, სამტრედია, რუსთაველის 23, ფართობი - 76.20 კვ.მ

კალაძის მფლობელობაშია ასევე თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, რომლის ფართობი 56.00 კვ.მ-ია.

ენერგეტიკის მინისტრი 7 მსუბუქ ავტომანქანას ფლობს - ROLLS ROYCE PHANTOM, BENTLEY CONTINENTAL, MERCEDES GL63, MERCEDES G63, FERRARI GTO, MERCEDES BENZ S63, MERCEDES BENZ A45.

კალაძის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER-ს.

კალაძის მფლობელობაშია 6 ფერწერული ტილო, აქედან 3 ელენე ახვლედიანის, ხოლო 3 ლადო გუდიაშვილისაა. ფერწერული ტილოების ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა მათი ფასი 10 ათას ლარზე მეტია.

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში 3 836 970 დოლარი, 4 921 700 ევრო, 1190 ლარია.

კერძოდ, დეკლარაციის შევსების მომენტში, კალაძის მიმდინარე ანგარიშებზე

პროგრეს ბანკში 1190.00 ლარი, 5000.00 ევრო და 7000 დოლარი, "პროკრედიტ ბანკი'' 960.45 დოლარი და 9.73 დოლაინტეზა სან პაოლოტიში - 900000.00 ევრო და 3800000.00 დოლარი, ბანკი ფინანსური ინიციატივა - 29000.00 დოლარი და 16700.00 ევრო იყო.

jiulius baer მიმდინარე ანგარიშზე კი, 4 000 000 ევრო იყო.

ნაღდი ფულის სახით კი, კალაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში 15 000 ლარი, მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს კი 35 000 ლარი ჰქონდათ.

რაც შეეხება კახა კალაძისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, დეკლარაციის მიხედვით, კალაძე კვიპროსზე, მდებარე ვაჭრობის,მრეწველობის და ტურიზმის სამინისტროს კომპანიების რეგისტრაციისა და ოფიციალური ლიკვიდაციის დეპარტამენტის პარტნიორია, 14/07/2007- დღემდე, რომელიც kala capital limited; ასევე, ქალაქ კიევის გოლოსეევსკის რაიონის საგადასახადო ინსპექცის პარტნიორი, 09/04/2004- დღემდე (ООО "ЮКА", უკრაინა, г. Киев, проспект 40-летия Октября, 89), საიდანაც წინა წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის იანვრამდე შემოსავლის სახით 550000.00 დოლარი აიღო.

ასევე, ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის პარტნიორი (შპს "ნესტ გრუპ“, უკრაინა, კიევი, ვიბორზკაია 99), 01/06/2005 - დღემდე, შემოსავლის სახით აქედან 420000.00 ევრო აქვს მიღებული.

კალაძე, 09/10/1998 - დღემდე ასევე პარტნიორია რაიონულ სასამართლოში (შპს კოლხეთი, საქართველო, ქობულეთი, აღმაშენებლის 285), საიდანაც შემოსავალი მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება მინისტრის თანამდებობაზე კალაძის შემოსავალს, დეკლარაციის თანახმად, მან 2014 წელს, 75000.00 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ანუკი არეშეძეს, ის 10/10/2013 - დღემდე შპს ანოუკის (საქართველო, თბილისი, მ.ჭიაურელის ქ.) პარტნიორია, თუმცა შემოსავალი მირებული არ აქვს.

გარდა ამისა, მინისტრს 2014 რამდენიმე სესხი აქვს გაცემული, მათ შორის:

სს "კალა დეველოპმენტი" - 501000.00 ლარი, სს "კალა დეველოპმენტი" - 5500.00 ლარი, სს "კალა დეველოპმენტი" - 6227.00 ლარი, შპს "კოლხეთი" - 301000.00 ლარი, შპს "კოლხეთი" - 100000.00 ლარი, კალა კაპიტალი - 516297.00 დოლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 2000000.00 დოლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 301000.00 ლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 100000.00 ლარი.

სესხების გაცემიდან კალაძეს შემოსავალი მიღებული არ აქვს.

2014 წელს მინისტრს, უძრავი ნივთის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს დადებული. ნივთის ღირებულება, დეკლარაციის თანახმად, 490269.59 ლარია.

2014 წელს კახა კალაძემ მინდობილობა, სამეწარმეო კომპანიებში წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე მინდოილობა გააფორმა;

მათ შორის - 31/10/2012, 31/10/2012 - 01/11/2017 , ნოტარიუსი დავით ოყროშიძე,

დავალების ხელშეკრულება, მარწმუნებლის სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენლობა, 0.00 GEL 09/10/2006, 09/10/2006 - უვადო, ნოტარიუსი ციური ბერიძე

მინდობილობა, სამეწარმეო კომპანიებში წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემა, 0.00 GEL 02/05/2013, 02/05/2013 - უვადო, ნოტარიუსი დავით ოყროშიძე.

რაც შეეხება იჯარას, კალაძეს, 03/04/2013, 03/04/2013 - 03/04/2015 წლამდე საიჯარო 5730.00- დოლარიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს დადებული, საიდანაც შემოსავლის სახით, 2014 წელს 16000.00 ლარი მიიღო; უძრავი ნივთის ნაწილის გაქირავებიდან კი, (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 14/01/2010, 14/01/2010 - 14/01/2015) 9386.12 ლარი;

2014 წელს მინისტრს რამდენიმე სესხი აქვს აღებული, მათ შორის:

1541000.00-დოლარიანი სესხი ბანკი „ქართუდან“ (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 29/05/2012, 29/05/2012 - 29/05/2022), რისთვისაც, 2014 წელს 1541000.00 დოლარი გასცა.

ამავე ბანკში აქვს 96000.00-დოლარიანი სესხი (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 04/06/2012, 04/06/2012 - 29/05/2022) სესხის დასაფარად კალაძემ 2014 წელს 8818.08 დოლარი გასცა.

აქვს 75 000 ევროიანი საკრედიტო ბარათი, სადაც გასავლის გრაფაში 320 000 ევროა (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 07/07/2008, 07/07/2008 - 31/05/2016).

120000.00 - ევროიანი სესხი აქვს აღებული სს პროგრეს ბანკიდან (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 17/09/2013, 17/09/2013 - 17/03/2015), რისთვისაც, 2014 წელს 21600.00 ევროს გასავალი ჰქონდა.

სესხის სახით, ამავე ბანკიდან აქვს აღებული 20000.00 დოლარი (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 20/02/2013, 20/02/2013 - 20/02/2018), რისთვისაც 8000.00 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, მას 2014 წლის 31 ოქტომბრიდან, 2024 წლის 9 ნოემბრამდე თი-ბი-სი ბანკიდან 410 000-დოლარიანი სესხი აქვს აღებული, რის დასაფარადაც მან 2014 წელს 5100 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება კალაძის 2014 წლის სახვა შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა სამი ავტომობილის გაყიდვიდან 238 000 დოლარი მიიღო.

ხოლო მსოფლიო ნაკრებში მონაწილეობისთვის, კალაძეს, 30000.00 დოლარი აქვს მიღებული.

ქველმოქმედება

2014 წელს მინისტრის ოჯახმა ქველმოქმედებისთვის 67884 ლარი გასცა. აქედან, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრისთვის 7884.05 ლარი, სხვა ქველმოქმედებისთვის კი, 60000.00 ლარი გაიღო.

კალაძის ოჯახს 2014 წელს ფასიანი საჩუქრები არ მიუღია.

წყარო: http://gurianews.com/_/left_wide/26718_74_ka/saqarTvelos_milioneri_ministris_qonebrivi_deklaracia.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100