სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობი ამბები ცნობილ ქართველებზე

ნიკო ფოროსმანი - (იხსენებს ანა ანდღულაძე) ერთი ისტორია გამახსენდა, მინდა მოგიყვეთ - დედა ბავშვობაში ცხოვრობდა სვანეთის უბანში, დედასთან ერთად, ერთხელაც ჩემმა ბებია ანიკომ მოიყვანა სახლში ნიკო ფიროსმანაშვილი (ნიკალა) და უთხოვია მოეხატა ოთახის კედელი....

ნიკალას უკიტხავს: რა გინდა მოვხატოო? ბებიას კი უპასუხია: რაც შენს გულსა და სულს გაეხარდებაო... რადგანაც ბავშვი გყავს მაშინ ბუნებას მოვხატავო, და მთელი ოთახის კედლები მოუხატავს ტყე, მთები, მინდორი, ყვავილებით, ჩიტებით, ირმებით საოცარი ფერებით შეუმკია. ნიკალა ფულს არ იღებდა, ამიტომ ბებია ცდილობდა სადილზე დათანხმებას, მაგრამ უშედეგო ხვეწნის შემდეგ ნიკალას უთქვამს ერთი ბოთლი ღვინო გამატანე, მეტი არაფერი მინდაო... რა თქმა უნდა მიუციათ ღვინო და წასულა ''სევდიანი ნიკალაც''...

გავიდა დრო და როდესაც ამ სახლიდან ბებია და დედა გადავიდნენ სხვა სახლში, იქ მაცხოვრებელს წაუშლია ეს ნახატი, აუფხეკიათ, და საღებავი გადაუსვიათ...

სოფიკო ჭიაურელი - ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა. სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა.

ქალბატონი სოფიკო და მისი მეგობრები მთელი კვირა ქეიფობდნენ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში უკაპიკოდ რჩებოდნენ. საბედნიეროდ სასწავლებლის ბუფეტში შაქარი, მარილი, მდოგვი და პური უფასო გახლდათ. მსახიობს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაჰყვა მარილმოყრილი და მდოგვწასმული შავი პურის გემო.

ერთხელაც დაბადების დღეზე, სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: “გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს”. საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი წამოვიდა: “მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული”.

კახი კავსაძე - (იხსენებს ჯემალ ღაღანიძე) ერთხელ კახი უწმაწურ ანეკდოტს ყვებოდა და ზინამ უთხრა: ხომ გაგაფრთხილე, ჩემი თანდასწრებით არ ახსენო ცუდი სიტყვებიო. ჰოდა, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა კახი, გაეკიდა ქალბატონი ზინა, ამ დროს წაიქცა კახი და მოიტეხა ფეხი.

ამას კახი ყვება კარგად: რომ წავიქეცი, ისეთი თვალებით მადგა ზემოდან ზინა, რომ, ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა, თუ გინდა მეორე ფეხსაც ჩემით მოვიტეხავ მეთქი... მერე მთელი ორი თვე დადიოდა კახისთან სახლში ქალბატონი ზინა ხაშითა და არყით"...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100