
მეძებეთ ფსიქიატრიულში - ირინა სარიშვილი
ყოფილი დეპუტატი და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი, რომელიც მცირეწლოვან შვილებს ზრდის, სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღების დახურვით გამოწვეული სიძნელეების შესახებ წერს.
"ესე იგი უახლოეს მომავალში ბაღები თუ არ გაიხსნა, მეძებეთ რომელიმე ფსიქიატრიულში: ერთ ხელში თეფშით და მეორე ხელში კოვზით ვიდგები ასკინკინკილით და "რა ფერია ნიანგი, რაფერი და მწვააანე" სიმღერით და ამით მიცნობთ" - წერს სარიშვილი.
კომენტარი