„ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შესვლა დაწყებულია“ - რა იგულისხმა ალასანიამ?
საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ირაკლი ალასანია ჟურნალისტებს ესაუბრა და საქართველოში „სირიის სცენარის“ განვითარება იწინასწარმეტყველა.
"სულ მალე საქართველოში მოვლენები სირიის სცენარით განვითარდება,“- თქვა მან და დაამატა, რომ ქვეყანაში გამეფებული ავტორიტარიზმი ნელ-ნელა ყალიბდება ტოტალიტარიზმად, რაც „სამოქალაქო ომის მთავარი განმაპირობებლი“ იქნება.
„სააკაშვილი თავისი მფრთხალი ბუნებითა და გამოხტომებით საქმეს სამოქალაქო ომამდე მიიყვანს. საზოგადოებას უკვე ჰყოფს ორად, რომლის ერთ ნაწილს თავისიანებს ეძახის, მეორეს კი - რუსეთის აგენტებს. გარდა ამისა, ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების ინტენსიური შესვლა უკვე დაწყებულია. თუ სააკაშვილი გააგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას, საქართველო აღმოჩნდება სირიის მსგავს სიტუაციაში“,- აცხადებს ირაკლი ალასანია.
კომენტარი