მაგდა პაპიძე: ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციოს, სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას რომ ჩემი სიმართლე დავდო
მეუღლისა და შვილის
მკვლელობაში ბრალდებულმა
მაგდა პაპიძემ
სასამართლო პროცესის
დახურვა მოითხოვა.
როგორც პაპიძემ
სასამართლო სხდომაზე
განაცხადა, პროცესიდან
ისეთი ინფორმაცია
არ გადის,
რომელიც საქმის
განხილვის მიმდინარეობას
რეალურად ასახავდეს.
ბრალდებულმა
აღნიშნა, რომ საკანში ხშირად უსმენს რადიოს და ინიშნავს მისი პროცესების ამსახველი ”ინფორმაციების სათაურებს”.
"მთელი
ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები და ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს და მოკლე დაიჯესტებს საგაზეთო სტატიების.
სირცხვილია, რასაც რადიოთი ვისმენ. მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით გარეთაც არ სარგებლობდა არა თუ ციხეში. დავდივარ ვალიდოლით და მუხლებზე მიდევს სახარება. რაც პროცესზე ხდება იმის საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება მედიით.
სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას რომ ჩემი სიმართლე დავდო. იმას, რა პროცესებიც მიმდინარეობს, რაც აქ ხდება, რეალურად სხვა ინტერპრეტაცია მიეცა და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ამიტომ ვითხოვ ჩემი საბოლოო სიტყვა და ასევე ბრალდების და დაცვის საბოლოო სიტყვები დაიხუროს. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს,'' - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
ბრალდებულის
ადვოკატებმა
კი მაგდა პაპიძის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლის წინაშე პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, ბრალდების, ასევე დაცვის დასკვნით სიტყვაში საუბარი იქნება დახურულ პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე
და პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე, რის გამოც პროცესი უნდა დაიხუროს.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალდება, თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო დარბაზში მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე,
მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დატოვა.
კომენტარი