სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკმა „რესპუბლიკამ“ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას EFSE–სთან, რომლის მიხედვითაც ის 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) – რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, ბანკ „რესპუბლიკას“ მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო.

ბანკი „რესპუბლიკა“ აქტიურად განაგრძობს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით მუშაობას. EFSE–ს საკრედიტო ხაზით გამოყოფილ თანხას კლიენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის 28 ფილიალის საშუალებით მიიღებენ. აღნიშნული რესურსით მიკრო და მცირე ბიზნეს კლიენტებზე 1,600–ზე მეტი კრედიტი გაიცემა.

მონიკა ბექი, EFSE–ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ ჩვენი ახალი პარტნიორი ინსტიტუტია საქართველოში. მას მძლავრად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი აქვს. ეს კი ხელს შეუწყობს EFSE–ს წვდომის გაზრდას საქართველოში, რომელიც ევროპის სამეზობლო რეგიონის დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა.“

კრისტიან კარმანიოლი, ბანკი „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი: ბანკი „რესპუბლიკა“ თავის კლიენტებს სხვა პროდუქტებთან ერთად მიკრო და მცირე ბიზნეს კრედიტებსაც სთავაზობს. ახალ პარტნიორთან, EFSE–სთან ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმების შედეგად, ბანკი „რესპუბლიკა“ შესძლებს, გაზარდოს წვდომა მეწარმეებზე, რომელთაც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსები ესაჭიროებათ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ეკონომიკის ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებას ვუწყობთ ხელს.“

ევროპული ფონდი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის

ევროპული ფონდი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) მიზნად ისახავს, ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობას, შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, კოსოვო, საქართველო, მოლდავეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის; ამ მიზნით, EFSE მხარს უჭერს ადგილობრივი საფინანსო სექტორების სათანადო და მდგრად დაფინანსებას. გრძელვადიან დაფინანსებას - ძირითადად მიკრო და მცირე საწარმოებისთვის, თუმცა აგრეთვე კერძო პირებისთვის, ბინის კეთილმოწყობის მიზნით - EFSE ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო ინსტიტუტების მეშვეობით გასცემს. EFSE-ს საინვესტიციო საქმიანობას მხარს უჭერს EFSE-ს განვითარების პროგრამა, რომელიც პარტნიორ საკრედიტო ინსტიტუტებს სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას, საკონსულტაციო და გადამზადების მომსახურებას, საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდის და პროფესიონალური მენეჯმენტის ჩამოყალიბების მიზნით.

2005 წლის 15 დეკემბერს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ინიციატივით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ოთხი მრავალდონორიანი პროგრამის საფუძველზე, შეიქმნა EFSE; EFSE ამ ტიპის პირველ კომპანიაა, რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო და კერძო სექტორების თანა-პარტნიორობით; ის ასევე განვითარების სფეროში, კერძო მმართველობაში მყოფი პირველი ფონდია, რომელიც სამიზნე რეგიონში, მიკრო და მცირე საწარმოებს, კერძო და არა მხოლოდ კერძო ინვესტიციებით აფინანსებს. ფონდის კაპიტალში მონაწილეობენ დონორი სააგენტოები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორები, მათ შორის: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), ევროკომისია (EC), ალბანეთის მთავრობა, დსს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდაჭერა (SMBCS), სომხეთის ცენტრალური ბანკის შვილობილი ინსტიტუტი, ავსტრიის განვითარების ბანკი (OeEB), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Danida), KFW - როგორც წამყვანი ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ნიდერლანდების საფინანსო კომპანია (FMO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), სალ. ოპენჰაიმი (Sal. Oppenheim) და გერმანიის Deutsche ბანკი.

Oppenheim Asset Management Services S.à r.l., ლუქსემბურგი და Finance in Motion GmbH, გერმანია, წარმოადგენენ ფონდი EFSE-ს მენეჯერსა და საინვესტიციო მრჩეველს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100