სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეკომანია „იმედი“ მაუწყებლობის ფორმატს იცვლის

ტელეკომანიაიმედიმაუწყებლობის ფორმატს იცვლის. ამასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ტელეკომპანია იცვლის ფორმატს, იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითად სამაუწყებლო საინფორმაცო ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის მანძილზე მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას. იმედი გვაქვს. რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას და ხელს არ შეუშლის თავისუფალ მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებული მცდელობა, დემოკრატიული საქართველო აშენებულიყო, წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ, ‘’იმედის" ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვაქვს საფუძველი ვიამყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100