ბიძინა ივანიშვილი სკანდალურ გარიგებაშია მხილებული
მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში მოსვლით, რუსეთში მის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო.
იმ ფაქტს, რომ რუსეთში ივანშვილს საკუთარი ბიზნესი არ გაუყიდია შემდეგი გარემოებები ამტკიცებს: ზოგადად, რუსეთის ფედერაციაში ბიზნესის გაყიდვა მეტად რთული პროცედურაა. ივანიშვილის შემთხვევაში კი რატომღაც მსგავსი საქმეების „მოგვარებას“ მხოლოდ რამდენიმე დღე ესაჭიროება. ყველაზე დაუჯერებელი კი შემდეგი ფაქტია: ეს გარიგებები ჯერ დასრულებული და დახურული არ არის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი ჯერ არ გაუყიდია.
მაგალითა „როსიისკი კრედიტი“, სანამ გარიგება არ დასრულდება, ქართველ ოლიგარქს ამ ბანკის დაბრუნება ძალიან მარტივად შეუძლია. როგორც ცნობილია ფული სპეცანგარიშებზე ინახება, იურისტები კი ამ ყოველივეს აკონტროლებენ. იურიდიულად ივანიშვილი თავის საკუთრებას ჯერ კიდევ ფლობს.
აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიება ვლადიმერ ივანიძემ აწარმოა.
„ახლა არის მცდელობა საქართველო დააბრუნონ იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ის იყო. ქართველი ხალხი ამ ჯოჯოხეთს ვერ აიტანს და ქვეყანა, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას“ - აცხადებს ივანიძე და დასძენს, რომ მას ხელთ აქვს „გოგი ერევანსკის“ ჩანაწერების დღიურის ასლი. ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის წიგნაკში სხვებთან ერთად წერია მალკინი და ბორის ივანიშვილი და ყველა ტელეფონი „როსიისკი კრედიტისა“.
„რა უნდა ბიძინას გოგი ერევანსკის წიგნაკში?“ - სვამს კითხვას ჟურნალისტი.
კომენტარი