წითელი ბარათი ტიერი ანრის (ვიდეო)
ნიუ-იორკ რედ ბულსის ფრანგი თავდამსხმელი მოედნიდან გააძევეს. ინცინდენტი გუშინ, კანზას სიტისთან თამაშის დროს, 93-ე წუთზე დაფიქსირდა.
დისციპლინარულმა კომიტეტმა აღნიშნული მონაკვეთი განიხილა და გადაწყდა ანრის მომავალი მატჩიდან დისკვალიფიცირება.
საჯარიმოს დასარტყამად მომზადების დროს რედ ბულსის თავდამსხმელმა „შემთხვევით“ დაარტყა მოწინააღმდეგეს, კეი კამარუს. სწორედ ამ შემთხვევის გამო, ანრი „ნიუ-ინგლანდთან“ თამაშს გამოტოვებს.
ყველაფერთან ერთად ფეხბურთელს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა, მაგრამ ჯარიმის ოდენობა არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ფეხბურთელმა საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული მოიპოვა.
კომენტარი