ბრაზილიაში ორი ჩვილი, შეცდომით, კორონავირუსზე აცრეს - ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი
ბრაზილიაში, ორი ჩვილს, შეცდომით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას პორტალი Uol ავრცელებს.
"ორი თვის გოგონა და 4 თვის ბიჭი, შემთხვევით, კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის დოზით აცრეს. მათი რეაქცია მძიმე იყო, ისინი საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს", - აღნიშნავს პორტალი.
დედებმა შვილები საავადმყოფოში დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველასა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ კომბინირებული ვაქცინაციისთვის მიიყვანეს.
ბავშვებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, რომელიც არაფრით ვარდებოდა, გოგონას ღებინება დაეწყო.
ბავშვები საავადმყოფოში ერთ კვირას გაატარებენ და ყოველ 48 საათში ერთხელ გაივლიან სისხლის ანალიზს, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრამასაც.
ამჟამად მიმდინარეობს ადმინისტრაციული გამოძიება და ექთანს, რომელმაც აცრა გააკეთა, უფლებამოსილება დროებით შეუწყდა.
კომენტარი