“ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება”
“მთავარია,
საზოგადოება იყოს
მტკიცე და
იოლად არ
იცვლიდეს ერთხელ
და სამუდამოდ
ჩამოყალიბებულ აზრს
მარადიულ ცნებებზე.
საზოგადოება, რომელიც
პატივს არ
მიაგებს, ვთქვათ,
ღირსეულ შემოქმედს
და, თუნდაც,
სახელმწიფო ინტერესებიდან
გამომდინარე, ფარზე
შესვამს მედროვეს,
რასაკვირველია, ჯანსაღ
საზოგადოებად ვერ
ჩაითვლება…
მე განსაკუთრებულად
ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება – უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე. შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს… პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ
სკოლებში…”
“ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება”
ოთარ ჭილაძე, მედროვეები და დრო, “მნათობი”, №1,
2006 წელი.
კომენტარი