სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოლიმპიურმა ჩემპიონმა 15 წლის შვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა

49 წლის გერმანელმა სპორტსმენმა, სპორტულ გიმნასტიკაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იურგენ ბრიუმმერმა საკუთარი 15 წლის ინვალიდი შვილი გაგუდა, რის შემდეგაც ხიდიდან გადახტა და თავიც მოიკლა. მამის გვამის მახლობლად სამართალდამცავებმა იპოვეს წერილი, რომლის შინაარსიც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება.

გარდაცვლილი თინეიჯერი საიმონ ბიურერი 2012 წელს ავტოავარიის შედეგად დაინვალიდდა, ბიჭს მანქანა დაეჯახა და თავისა და ხერხემლის სერიოზული ტრამვები მიიღო. ავარიის შემდეგ საიმონს ლაპარაკიც კი არ შეეძლო.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ლეგენდარული სპორტსმენის მეგობრები გაოცებულნი არიან და აცხადებენ, რომ ბიუმმერი შვილზე გამუდმებით ზრუნავდა, უვლიდა და ძალიან უყვარდა ის. მომხდარის ახსნას ვერავინ ახერხებს.

ცნობისთვის იურგენ ბიუმმერი 1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სპორტსმენი იყო, ოლიმპიური ჩემპიონი კი 1988 წელს გახდა.

წყარო: Die Welt.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100