ლონდონში ათას ხუთასი გოგონა უკანონოდ წინდაცვითეს
ინგლისში მედიკოსებმა აფრიკული ქვეყნების წარმომადგენელ მუსლიმან გოგონებს უკანონოდ გაუკეთეს ე.წ. წინდაცვეთა - სასქესო ორგანოების მოკვეთა. ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ერთ-ერთი კლინიკის ექიმების წინააღმდეგ.
მედიკოსების თქმით,
მათ არ იცოდნენ, რომ მსგავსი ოპერაცია აკრძალული იყო. როგორც
გაირკვა, 1985 წლიდან აკრძალულია მსგავსი ქირურგიული ჩარევა.
სულ კლინიკაში ათას
ხუთას ბავშვს გაუკეთეს ეს ოპერაცია.
კლინიკას ძირითადად ნიგერიიდან, ერითრეიდან, სომალიდან ჩასული მიგრანტები მიმართავდნენ და
''მათი წესის თანახმად'' სთხოვდნენ გოგონებისთვის სასქესო ორგანოს გარკვეული ნაწილების მოკვეთას.
ექიმებიც მათ
სურვილს ასრულებდნენ და აზრზეც არ იყვნენ, რომ
უკანონობას სჩადიოდნენ. თუმცა
ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში საერთოდაც შინაურ პირობებში აჭრიან სასქესო ორგანოების გარკვეულ ნაწილებს, მათი
გაგებით, ამით გოგონებს მომავალში ''ცოდვილი ვნებებისგან'' იცავენ.
კომენტარი