სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ გრიპისა და გაციების დასამარცხებლად?

ყველამ კარგად ვიცით იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც გრიპთან და გაციებასთან ბრძოლაში გვეხმარება, ნიორი, ბროკოლის ფესვი, ბევრი სითხე და ა.შ.

არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც გრიპისა და გაციების დამარცხებაში ხელს გვიშლის. ცივი სეზონის დაწყებასთან ერთად ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, ძალზედ სასარგებლოა, ამიტომ დრონი.ჯი მათ სიას გთავაზობთ.

ალკოჰოლი - ის ასუსტებს იმუნურ სისტემას და იწვევს ორგანიზმის მოთენთვას, ამ ორ ფაქტორს კი გაციების უფრო მეტად დამძიმება შეუძლია.

რძის პროდუქტები - მცირე ოდენობით მათი მიღება დაშვებულია, თუმცა აღნიშნული საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში ლორწოს გამოყოფას, რაც გააძლიერებს სურდოს და ხელს შეუწყობს ნახველის წარმოქმნას.

წვენები - თუ თავად ამზადებთ ნატურალურ წვენს მისი დალევა შეგიძლიათ, მაგრამ მაღაზიაში ნაყიდ წვენებს აუცილებლად უნდა მოერიდოთ, რადგან წესიმაბერ მათში ბევრი შაქარია, რაც სისიხლის თეთრ უჯრედებს (ლეიკოციტებს) დაავადებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს უქვეითებს.

შემწვარი საკვები - მაქსიმალურად მოერიდეთ დაავადების პერიოდში ცხიმიანი საკვების მიღებას, ეს პირველ რიგში ეხება შემწვარ საკვებსა და დესერტებს. რატომ? ისინი იმუნურ სისტემას აქტივობას უმცირებს.

ფასტფუდი და გადამუშავებული პროდუქტები - ამ საკვებს ორგანიზმისთვის ნოლი სარგებელი მოაქვს. მათი მიღებით თქვენ ვერანაირ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას ვერ იღებთ, სამაგიეროდ ტვირთავთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.

და ბოლოს, თუ გსურთ სწრაფად და მარტივად დაამარცხოთ გრიპი და გაციება მიირთვით: ჩაი, თაფლი და წვნიანი, რომლის ინგრედიენტებიც მოიცავს ნიორსა და ბროკოლს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100