სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„... დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ მეოთხე წელია ახორციელებენ ყოველწლიურ პროექტს „... დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ . იგი ყოველ წელს 12 სექტემბერს - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს იმართება და აერთიანებს ილიას თემაზე სხვადასხვა კულტურულ, სახელოვნებო, შემეცნებით და სამოქალაქო აქტივობებს.

2015 წლიდან ორგანიზატორებმა პროექტს სოციალური პასუხისმგებლობაც შესძინეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოჰყავთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სკოლის ასაკის მოზარდები.

წელს მესამე წელი იქნება, რაც პროექტის სოციალურ ნაწილში 12 სექტემბერს ჩამოიყვანენ 2008 წლის ომის შედეგად შიდა ქართლიდან, თიღვის, ქურთას და ახალგორის ოკუპირებული მუნიციპალიტეტებიდან დევნილ 160 სკოლის ასაკის მოზარდს, რომლებიც დაესწრებიან პროექტის ყველა ღონისძიებას - გახსნის ცერემონიას, ლიტერატურულ კომპოზიციას მთაწმინდის პანთეონში, სახვითი ხელოვნების გამოფენას გამოფენას „ილია ხელოვნებაში“, მონაწილეობას მიიღებენ მსვლელობაში სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და დაესწრებიან სპექტაკლს „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის ღია ცისქვეშა სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

პროექტის სოციალური ნაწილის მხარდამჭერია: კომპანია „არგო“ და ნაყინი „ლიდერი“.

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შემეცნებითი პოტენციალის ამაღლების, კულტურის სფეროთი მათი დაინტერესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ეს კონტიგენტი, რომელიც დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობს სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო მოკლებულია მსგავს აქტივობებს, რაც უმნიშვნელოვანესია მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბებისა და მათი სულიერი ღირებულებების განვითარებისათვის. მათთვის სტუმრობა საინტერესო იქნება რადგან გაიგებენ და ნახავენ მრავალ ახალს არა მარტო ილიას, არამედ ზოგადად ქართული კულტურის შესახებ და მრავალ მათგანს პირველად ექნება შესაძლებლობა დაესწროს სპექტაკლს. ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში წეროვანის, ფრეზეთის, კოდის, კარალეთის დევნილთა დასახლებების მოსწავლეებთან და აღმოჩნდა, რომ მრავალი მათგანი თეატრში არც ერთხელ არ არის ნამყოფი. ასე რომ ჩვენი ინიციატივა მათზემზრუნველობის ჟესტის გარდა, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობის მასტიმულირებელიც იქნება“ - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100