სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილარმონიასთან კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა

10 ივნისს, საქართველოს სახალხო არტისტს იამზე დოლაბერიძეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმიგადასცა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის, ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის ყოფილი სოლისტის იამზე დოლაბერიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „ნართები", „ქართული ხმები“, „ალილო“, „ცისფერი ტრიო“, მომღერლები თამარ ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე და ოპერის სოლისტები.

ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100