სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ისრაელის ელჩის მანქანის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

საქართველოს პოლიციამ საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ ჰერბერგის პირადი მძღოლის ავტომანქანის ძარის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო. როგორც ტელეკომპანია „რეალ.ტვ“ იუწყება, ელჩის პირადი მძღოლი, რომან ხაჩატურიანი პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ავტომანქანის ქვეშ საეჭვო შავი პაკეტი შენიშნა. პაკეტი ძარაზე ე.წ. სკოჩით იყო დამაგრებული. მენაღმეებმა პაკეტში მოთავსებული ყუმბარა რამდენიმე წუთში გააუვნებელყვეს.

ისრაელის ელჩის პირადი მძღოლის „ჰიუნდაი“ სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი, სადაც მის შიგთავსს კრიმინალისტები სწავლობენ.

საქართველოში ისრაელის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100