წამება ბელორუსული ომონის მეთოდებით - სასტიკად ნაცემი აქტივისტები უმძიმეს დეტალებს ყვებიან
აქციაზე დაკავებულების მიერ ნაამბობი ძალადობის ისტორიები იმდენად შოკისმომგვრელია რომ საერთაშორისო ექსპერტებმა პირდაპირ წამების კვალიფიკაცია მისცეს, თუმცა ამ ფაქტებს კარლო კაციტაძის უწყება არ იჩნევს და საქმეს მხოლოდ ძალადობის მუხლებით იძიებს.
სასტიკად ნაცემი მომიტინგეები "პირველებთან" კიდევ ერთხელ იხსენებენ მატზე ფიზიკური ანგარიშსწორების გაუგონარ დეტალებს, თუ როგორ ურტყამდნენ შავნიღბიანები გათიშულ მდგომარეობაში და როგორ ემუქრებოდნენ სიცოცხლის აღკვეთით.
რომ შეგხედავს ადამიანი და რომ მიხვდება, რომ ნაწამებია, აი ეგ იყო, ჩემი აზრით მაგათი მიზანი, ცდილობდნენ სახის არეში დამიზნებით ერტყათ, რომ ადამიანი დაემახინჯებინათ. გათიშულზე მირტყეს წიხლები და იდაყვები", - ამბობს დათო გოგილაშვილი.
დაახლოებით, 4-5 კაციანი ჯგუფი გვისწორდებოდა ფიზიკურად არაადამიანური მეთოდებით გვისწორდებოდა. მოწოდება ჰქონდათ, რომ ძირითადად, თავში ერტყათ. შინაგანად, ცემის მოტივაცია რომ ჰქონოდათ, შეძახილებიც ჰქონდათ - მოკალითო, იძახდნენ", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე.
მხედველობა დამიზიანდა, როცა ერთ-ერთმა ნიღბიანმა თავი დამიფიქსირა და მუხლი თავში ჩამარტყა. სუნთქვასაც კი არ გაცდიდნენ, ამოსუნთქვის მომენტში გეკითხებოდნენ, როგორ იყავი და პასუხის როგორც კი გასცემდი, ეგრევე აგრძელდებდნენ ცემას", - ამბობს გიორგი ჩუტკერაშვილი.
კომენტარი