
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა , რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის რაიონში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის
140-ე მუხლით, რაც 1-დან 3
წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
კომენტარი