
ჯონ მაკკეინი: არჩევნები რუსეთში - თაღლითობა იყო
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს "თაღლითობა" უწოდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება .
"რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა. "არაბული გაზაფხული" რუსეთში უკვე დადგა და ის გაგრძელდება. იგივე მოხდება ჩინეთშიც. ჩვენ ახალ თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც არის 21-ე საუკუნე. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მუდმივად არ მოითმენს კორუმპირებულ ხელისუფლებას", – განაცხადა მაკკეინმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მაკკეინი ვლადიმირ პუტინის ცრემლებს გამოეხმაურა და საკუთარ მიკრობლოგზე, "ტვიტერში" დაწერა: "შენ მოიგე, ვლად. საოცარია. შენთან ერთად რუსი ხალხიც ტირის".
კომენტარი