
თვითმფრინავი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა
კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც CNN-ი იუწყება, შემთხვევა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მოხდა.
აეროდრომიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ქალაქ კამპლუპსში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა. ერთმა პილოტმა კატაპულტირება დროულად შეძლო, მეორემ კი სხეულის მძიმე ტრავმები მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
კომენტარი