სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკვდილი პორნოფილმის ცქერისას

ხშირად ისმება კითხვა, არის თუ არა განსხვავება ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. როგორც ჩვენი ერთი სტატიის კომენტარებში მომხმარებელი აღნიშნავდა, „პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის არაფერი განსხვავება არ არის – ყოველი სურათი, ვიდეო, დოკუმენტური ან მხატვრული ფილმი, რომელიც იწვევს სექსუალურ აგზნებას – არის პორნოგრაფია!“

და იქვე: „ვიკიპედიის“ ცნობით, ეროტიკა ეს არის „სექსუალური ემოციების გადმოცემის ხელოვნება", ხოლო პორნოგრაფია – "სექსუალურად აღმგზნები ნატურალური გამოსახულება". სინამდვილეში კი, ამ "ხელოვნებისა" და "გამოსახულების" ფოტოები ამჟღავნებენ სიმართლეს – თუ რომელი აღაფრენს და რომელი აღაგზნებს, მხოლოდ ესთეტიკურ გემოვნებასა და მადის მოსვლაზეა დამოკიდებული – პრინციპული სხვაობა არ არსებობს!“

ამ მომხმარებლის შეფასების გარდა არსებობს სხვათა დასკვნებიც, რომლებიც აგრეთვე მიიჩნევენ ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის განსხვავებას პირობითად – აი ერთი ასეთი მოსაზრება:

„ის, რაც ეკლესიურად მცხოვრები ქრისტიანისათვის პორნოგრაფიაა, ხელოვანისათვის – ეროტიკაა; რაც ხელოვანისათვის პორნოგრაფიაა, ობივატელისათვის ეროტიკაა; რაც ობივატელისთვის პორნოგრაფიაა – პირველკლასელისთვის სასაცილო „მულტიკია!“ მოდი და გაიგე!

უცილობელი შედეგი კი ის გახლავთ, რომ პორნოკულტურა თანაბრობის ნიშანს სვამს სექსს, სიყვარულსა და ვნებას შორის, ამახინჯებს ამ ცნებების არსს, ეწევა ურცხვობის პროპაგანდას და იმ მარტივი ფორმულირებით, რომ „ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების“, ნორმად აქცევს გარყვნილებას.

ის, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გახლავთ საქმე, დასტურდება შემდეგი საბუთებით:

1. ბრიტანელმა მკვლევარებმა 328 გოგონაზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადგინეს – პორნოგრაფიით დაინტერესება ხშირად იწვევს მათში ჯგუფურ სექსში მონაწილეობის მოთხოვნილებას, ხოლო სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში – ნარკოტიკის მსგავს განმეორებით დამოკიდებულებით მოთხოვნილებას.

2. როგორც წესი, პორნოგრაფიის თვალიერება კუდმიფსკვნილია მასტურბაციასთან, რაც ყველაზე ხშირი ფარული სექსუალური ცოდვიანობაა – თანაბრად გავრცელებული, როგორც ვაჟებში, ისე – გოგონებში. ეს კი ორმაგად მავნეა ამ უკანასკნელთათვის, რადგან საწინდარია მარადიული დაუკმაყოფილებლობისა სამეუღლეო სარეცელზე.

3. პორნოგრაფიის ხშირი ყურება აქვეითებს მამაკაცის პოტენციას. მთელი მსოფლიოს ლამაზმანები ადვილად ხდებიან ნებისმიერი ბედოვლათის ვირტუალური საკბილო; ცხადია, ერთი მათგანი მაინც აღემატება გარეგნობით ან ეშხით იმ ქალბატონს, რომელიც მას ღამით საძინებელში ელოდება და პირვანდელი სექსუალური ინტერესი თავისი ერთადერთისა და განუმეორებლის მიმართ, ქრება!

4. იმას, რომ ქალები არანაკლებ და, შეიძლება, მეტი ინტენსივობითაც კი არიან პორნოინდუსტრიის მსხვერპლი, და რომ უკვალოდ არ ჩაივლის მათთვის პორნო ფილმებისა და ჟურნალების გაცნობა, ამაზე მეტყველებს თუნდაც ახალგაზრდა ასაკში მომრავლებული საკვერცხეების კისტები!

5. პორნო ხშირად არის ქალ–ვაჟის დაშორების მიზეზი, რადგან ვაჟები არაიშვიათად იმასვე ითხოვენ ინტიმური მეწყვილისაგან, რასაც ხედავენ პორნოვარსკვლავთა ქმედებებში; ამის გაკეთება კი მათ პარტნიორს ზნეობრივი, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური თუ სხვა მახასიათებლების გამო ყოველთვის არ შეუძლია და იშლება მშვენივრად აწყობილი ჰარმონიული ერთობა.

6. პორნოდამოკიდებულება რიგ შემთხვევებში არის დარღვეული სოციალური კონტაქტების მიზეზი – ადამიანი, ვინც კვირაში ათ საათზე მეტს უყურებს პორნოს, ფაქტობრივად მანიაკალურ მდგომარეობაში იმყოფება და არცთუ იშვიათად აცდენს მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს.

და ბოლოს, ყველაზე უარესი – პორნოგრაფია შეიძლება გახდეს ადამიანის სიკვდილის მიზეზი – არაერთი შემთხვევაა აღწერილი კრიმინალისტთა მიერ! ერთ–ერთი ბოლო იყო 2008 წლის ნოემბერში. ვნებების აყოლა საბედისწერო აღმოჩნდა 23 წლის ლონდონელი კრის ნიკოლსისათვის. მას ადრე ოპერაცია ჰქონდა გულზე გადატანილი. ნაავადმყოფარმა გულმა ვერ გაუძლო გადაჭარბებულ ვირტუალურ სექსუალურ აგზნებას – ახალგაზრდა მოკვდა საკუთარ საწოლში პორნოფილმის ყურების დროს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100