გლდანში ტოტო კუტუნიოს საქართველოს პრეზიდენტმაც მოუსმინა (ვიდეო)
დღეს მიხეილ სააკაშვილმა გლდანელებს შობა-ახალი წელი მიულოცა, მათთან ერთად დაპირებულ კონცერტს დაესწრო და ტოტო კუტუნიოს ცნობილი ჰიტები მოისმინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში გამართული კონცერტები თანასწორობის იდეას ატარებს და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
ტოტო კუტუნიომ ქართველებს შობაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მესამედ იმყოფება და ბედნიერია, რომ კვლავაც აქვს შანსი ქართველ მსმენელს მიესალმოს, რომლის მიმართაც დიდი სითბო და სიყვარული აკავშირებს.
გლდანის პარკში გამართულ კონცერტზე ტოტო კუტუნიოს გარდა სხვადასხვა ქართველი შემსრულებლებიც გამოვიდნენ.
ბმული ვიდეოზე: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე".
კომენტარი