სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავალუტო ფონდის წარმომადგენელს თურქეთში ლაყე კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე სიმპოზიუმის დროს თურქეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მარკ ლუისს დარბაზში მყოფმა სტუდენტებმა კვერცხები დაუშინეს. კადრები ტელეკომპანია BBC–მ გაავრცელა.

კვერცხების წვიმა ფონდის წარმომადგენელს მაშინვე დაატყდა თავს, როგორც კი პირველი ფრაზა: „თუ შეიძლება, ინგლისურად ვისაუბრებ“ წარმოთქვა. ორატორმა მოასწრო ტრიბუნის ქვეშ დამალულიყო, ხოლო სტუდენტებმა აღმართეს პლაკატი: „ძირს საერთაშორისო სავალუტო ფონდი!“, თუმცა, ისინი დაცვის წარმომადგენლებმა დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100