სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა

როგორც კოალიციაქართული ოცნებისთავმჯდომარემ, მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯისთვის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლოპაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის.

„ორი დღის წინ მოხდა უპრეცედენტო რამ, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ეს კარგი დემონსტრირება იყო იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია, რაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100