სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგა.

სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრების უფლება ადვოკატებს დადგენილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში აქვთ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.

პრეზიდენტის განკარგულებით ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა გასული წლის 11 ოქტომბერს ჩამოერთვა. მოგვიანებით კი სასამართლომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკატერინა ხვედელიძეს მოქალაქეობა აღუდგა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100