"ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - კობახიძე
ქვეყნის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მანამდე კი სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
კობახიძე არ ასახელებს თი ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ამბობს, რომ სიას პარტიის პოლიტიკური საბჭო ადგენს და სწორედ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი.
3 თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. რაც შეეხება სიის წარდგენას, სიის წარდგენამდე ორი თვეა დარჩენილი და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ სია პოლიტიკურ პარტიებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ჩვენც ასე მოვიქცევით. ბოლო დღეს შევიტანთ სიას, თუმცა მანამდე სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
რაც შეეხება დაპირიებებს, ეს დაპირებები იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. ეს დაპირებებეი მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს. ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც ჩვენს საარჩევნო სოლგანშია გამოხატული.
სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო", - განაცხადა პრემიერმა.
კომენტარი