პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებს
პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს პსპ ჯგუფში დაადასტურეს.
„ბოლო 6 თვის განმავლობაში
ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ
ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში
ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აცხადებენ პსპ ჯგუფში.
ჯეო ჰოსპიტალსი კლინიკების
ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები საქართველოს
5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი
და კახეთი.
კომენტარი