მსოფლიო პრესა ორლანდო ბლუმისა და ხატია ბუნიათიშვილის რომანზე ალაპარაკდა
მირანდა კერის ყოფილი მეუღლე, მსახიობი, ორლანდო ბლუმი და ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პაპარაცებმა პარიზში დააფიქსირეს.
ბლუმის ფან-კლუბის გვერდებზე და სოციალურ ქსელებში არ წყდება კომენტარები. კითხულობენ თუ ვინ არის გოგო, რომელთანაც ბლუმის, სავარაუდოდ, სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. კომენტარებში ხატიას სახელი ბევრგან გაისმის... წერენ რომ გოგონა ფოტოდან, ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია.
მოგვიანებით ორლანდუმ პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა.
კომენტარი