,,როცა მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები, ბავშვს სუნთქვა უჭირდა" - ავტომობილების შეჯიბრმა 10 წლის ბავშის სიცოცხლე შეიწირა
10 წლის მოზარდის გადასარჩენად, თბილისიდან, კატასტროფის ცენტრის მანქანაც კი, გამოიძახეს.
მთელი დღის განმავლობაში, გორის ჰოსპიტალის ექიმები, ბავშვის დაზიანებულ ხერხემალს ებრძოდნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლისას კი, სუნთქვა გაძნელებული იყო.
გორის ჰოსპიტალის მედ-პერსონალის ცნობით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საჭიდაო დარბაზიდან შინ, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს, ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, მანქანა დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები ცხადყოფს, რომ ვითარება კატასტროფული იყო.
თავდაპირველი ვერსიით, მანქანები ერთმანეთს ასწრებდნენ.
,,როცა მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები, ბავშვს სუნთქვა უჭირდა. პურის საყიდლად მივდიოდი, პურიც ვერ ვიყიდე, ისეთი მძიმე ამბავი მოხდა" - გვითხრეს ჭალის დასახლებაში.
შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წყარო: qartli.ge
კომენტარი