სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი: "სამწლინახევრის არის ეს ბავშვი, უცებ დედას ხელიდან გაუსხლტა და მანქანამ ისე დაარტყა საბურავებიდან ძლივს გამოიყვანეს"

დრონი.ჯი-მ გურჯაანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამწლინახევრის ბავშვი მძიმედ დაშავდა ახალი დეტალები გაარკვია. სოფელ გურჯაანში მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილობრივი მკვიდრი ჩვენთან საუბარში აი რას აცხადებს:

„დედას და მამას მიყავდა ბავშვი. დედას პატარაც ეჭირა ხელში. სოფელში მიდიოდნენ და გაჩერებაზე მდგარან, მამა მაღაზიაში გადასულა ეს ბავშვი დედას გაექცა მამასთამ მიდიოდა. გზაზე ერთ მანქანას გადაურჩა და კამაზს სამწუხაროდ ვეღარ... მძღოლის ბრალი არ არისო ასე ამბობს ყველა, ისე ნელა მოდიოდა გაგიჟებულია მძღოლიც და დამნახავიც როგორ აღმოჩნდა ბორბლებში სამწლინახვერის ჯუბა. პატრულიც იყო მოსული და გადაკეტილი იყო ის მონაკვეთი. ბავშვი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მერე დამძიმდა მდგომარეობა და თბილისში გადმოიყვანეს. წეღან გავიგე პულსი გაესინჯაო“.

აი რა განაცხადა ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთან საუბარში იაშვილის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის უფროსმა:

„ბავშვი გურჯაანიდან გუშინ შემოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, გადმოყვანილია პაციენტი. წევს კრიტიკული მედიცინის , ანუ რეანიმაციიის გამყოფილებაში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, კომაშია და არის სამ ქულიანი“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამწლინახევრის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100