სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ეროტიკის მუზეუმი გაიხსნა

მუზეუმი, რომელიც 800 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მსოფლიოს უდიდესი ეროტიკული მუზეუმია. შენობაში გამოფენილია 3000-ზე მეტი ექსპონატი, რომელიც ეროტიკასთან არის დაკავშირებული. კოლექციაში შედის, როგორც უძველესი, ასევე თანამედროვე ნამუშევრები.

მუზეუმში გამოფენილია ისეთივე ნივთები, როგორც სექს-მაღაზიებში, თუმცა უფრო მრავალფეროვანია არჩევანი და მრავალფეროვანი იდეების მქონე ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. ექსპონატებს შორის ყველაზე ძვირფასები არიან: თოჯინები, „Real Dols“, რუსი მოქანდაკეების ლინა ლანტესა და ვასილ ჩეჩილის ქანდაკებები, მარტინ დი ჯიროლამოს ეროტიკული თოჯინები, არტამ ბლოხინას ორმეტრიანი „ტრანსსექსუალი ღვთაება“, ლუდმილა კამისნსკის ფაიფურის კოლექცია, „ეროფაუნა“ და ვერა დონსკი-ჰილკოს პროვოკაციული ეროტიკული სურათები.

ნებისმიერი ფანტაზიისა და სურვილის დაკმაყოფილება შეიძლება აღნიშნულ მუზეუმში: მუზეუმის ტერიტორიაზე ეროტიკული მარკეტებიც არის გახსნილი, სადაც მსოფლიო სექს-ინდუსტრიის უკანასკნელი მიღწევებია წარმოდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100