მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მხოლოდ ლიბერალურ და თანამედროვე რუსეთთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის საერთო ენის გამონახვა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი უფრო ლიბერალური და თანამედროვე სახელმწიფო იქნება.
"საკმაოდ მაღელვებს რუსეთი და ასევე მაღელვებს ის რომ, ის სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობლებზე. რუსეთს სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემები და კორუფცია აქვს. უნდა მოვნახოთ შუალედი. ჩვენ გვინდა უფრო ლიბერალური და თანამედროვე რუსეთი და მხოლოდ ამგვარ სახელმწიფოსთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას", - განაცხადა პრეზიდენტმა „ევრონიუსთან" საუბრისას.
მისი თქმით, თუ რუსეთი დატოვებს საქართველოს ტერიტორებს და გაიყვანს ჯარებს, ამით საქართველოს სახით კარგ მეგობარს შეიძენენ.
„ჩვენი მისწრაფება დასავლეთისკენ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს კი არ ეფუძნება, არამედ ჩვენს შიდა მოდელს, ღია, ტოლერანტულ და დემოკრატიულ საზოგადოებას. ეს არის ის რაც ევროპულ მოედელს შეესაბამება. ჩვენ არ გვსურს ცუდი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან. როცა გინდა რომ ჩამოყალიბდე ღია საზოგადოებათ, შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ყველაზე დიდი მეზობლის გამოწვევა. როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ურთიერთოების ნორმალიზება? ალბათ რუსეთის მოდერნიზაციით და მოვლენებისადმი საღი მიდგომით. უპირველეს ყოვლის რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, გაიყვანოს ჯარები და თავი დაგვანებოს. საქართველოს სახით ამ გზით ისინი კარგ მეგობარს შეიძენენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარი