საქართველო რუსეთის მსო-ში შესვლას დაბლოკავს
საერთაშორისო დიპლომატიურ ფრონტზე დიდი აურზაურია: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თემით ვაჭრობა კვლავ აქტუალური გახდა. ორი ზესახელმწიფო, ნაცადი პოლიტიკურ-დიპლომატიური ტრიუკების მოშველიებით, ამ საკითხით კვლავ ენერგიულად სპეკულირებს.
ჩვენთვის მსგავსი "ბატალური სცენები" განსაკუთრებით საინტერესოა: ეს ხომ ის განსაკუთრებულ შემთხვევათაგანია, როცა პატარა საქართველოს დიდი რუსეთის მიმართ სერიოზული და, ფაქტობრივად, ერთადერთი კოზირი აქვს: მსო-ში თავისი შარიანი ჩრდილოელი მეზობლის გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება. თუმცა, ვიდრე ზესახელმწიფოთა ლიდერები პრივატულ სადილებზე პლანეტის ბედს წყვეტენ, საქართველო თავის ლოკალურ პრობლემებთან კვლავ მარტო რჩება.

ჰილარი კლინტონის ვოიაჟის შემდეგაც ჯერჯერობით ისეთი კითხვები ტრიალებს, რომელთა პასუხებსაც მარადიული მსაჯული _ დრო გამოაჩენს. ოკეანისგაღმელი პარტნიორი რას დაპირდა და რა ურჩია საქართველოს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს ამჟამად არაა ცნობილი, თუმცა ერთი რამ ცხადია: ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქართველომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
ეს კი ჩვენთვის აქსიომაა, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის მესვეურები რა თამაშს აპირებენ დიდ საჭადრაკო დაფაზე, მსგავსი რამ ალბათ მათი ცოლებისა თუ სპეცსამსახურებისთვისაც უცნობია. აშშ და რუსეთი ამ საკითხზე თითქოს შეთანხმებულები არიან და ყველაფერიც გარკვეულია, მაგრამ შტატები მაინც ორჭოფულ პოზიციას იკავებს და ამას სხვადასხვა მაღალჩინოსნის თუ ექსპერტის პირით ახმიანებს.
საქართველო კი მსო-ში გაწევრიანების საფასურად რუსეთისგან მოითხოვს ერთობლივ კონტროლს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ემბარგოს მოხსნას და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
ცნობილია, რომ რუსეთი უკვე 17 წელია ცდილობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მოხვედრას. 2006 წლის 19 ნოემბერს რუსმა დიპლომატებმა შეძლეს მოეწერათ ხელი აშშ-თან ორმხრივი შეთანხმებისათვის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით. რუსეთმა გარკვეული ვალდებულებები იკისრა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-აშშ-ს შორის, საქართველოზე აგრესიის გამო, ურთიერთობები გართულდა.
2007 წელს საქართველოს მთავარი ამოცანა იყო ეიძულებინა რუსეთი, რომ უარი ეთქვა ეკონომიკურ ბლოკადაზე. დღეს ვითარება შეიცვალა და საქართველოს მოთხოვნებიც გამრავალფეროვნდა. ერევნიდან თბილისისკენ ავტომანქანით მომავალ რუს ჩინოვნიკებს საკმარისი დრო ჰქონდათ ხოლმე, რომ ეფიქრათ საქართველოს პირობებზე ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან კონკრეტული დღემდე არაფერი თქმულა.
საქმე ეხება ვაჭრობას, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტად პოლიტიკას. რუსები ქართულ არგუმენტებს კურიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსო-ს თემა არის შანტაჟის საშუალება რუსეთის წინააღმდეგ. შანტაჟი არ ვიცით, მაგრამ ფაქტია: ეს მართლაც არის ერთადერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც პატარა საქართველომ დიდ რუსეთს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა შეიძლება აიძულოს. ამიტომ ჩრდილოელების გაწიწმატება სრულიად ლოგიკურია.
რუსები დანანებით აცხადებენ, რომ არასდროს ყოფილა მსო-ის ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი, როცა რომელიღაცა ქვეყანა, მითუმეტეს ასეთი მცირე, ბლოკირებას უკეთებდეს კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანებას. ქვეყანა პატარაა, მაგრამ თავის მიზნებს შეუძლია მიაღწიოს, შეაფერხოს და გაართულოს ეს პროცესი.
ყველანაირი ლოგიკით და საზომით, ეს იქნება პრაგმატული, იდეალისტური თუ სხვა, საქართველომ შტატებსაც რომ უთხრას უარი დათმობაზე წასვლაზე, თუ ჩვენი სახელმწიფო შესაბამის სარგებელს ვერ ნახავს, ეს იქნება ნებისმიერი პოლიტიკურ-დიპლომატიური კანონით აბსოლუტურად გამართლებული. ზუსტად ასე იქცევა პერიოდულად აშშ-ის პარტნიორი და ნატოს წევრი თურქეთი და გამორჩენაც არა აქვს მცირე. თავის დროზე პრინციპული პოზიცია დაიკავა ბელარუსმაც რუსეთთან მიმართებაში, როცა საქმე მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხებოდა, "ბაწკა" უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეს პუტინს ეგონა და ამით ბელარუსი სერიოზულ პრობლემებს გადაურჩა.
ანუ მსგავსი მიდგომები, თუნდაც საკუთარ პარტნიორებთან, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, თითქმის ყოველთვის ამართლებს და პრეტენზიებსაც ვერავინ გამოთქვამს. პოლიტიკის ელემენტარული კანონის მიხედვით კი, მთავარი შედეგია. ამიტომ, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველომ არანაირი დირექტივის მიხედვით არ უნდა დაკარგოს კოზირი, მიუხედავად ობამას განცხადებისა, რომ აშშ-ის ინტერესები მოითხოვს რუსეთის გაწევრიანებას მსო-ში.

საქართველოსგან განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში აშშ ნაწყენი არ უნდა დარჩეს, მითუმეტეს, რომ ყველა ამერიკელი ექსპერტი ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო აგვისტოს ომის მერე აშშ-ზე თავად არის ნაწყენის პოზიციაში.
თუმცა აქ სხვა პრობლემა ჩნდება: ქართველი ექსპერტის, ალექსანდრე რონდელის თქმით: "დათმობის შემთხვევაში ჩვენ წავაგებთ, ამიტომ მე მეჩვენება, რომ საქართველომ უნდა დაიკავოს პოლიტიკური პოზიცია. ისინი თუ არ წავლენ კომპრომისებზე, არც ჩვენ უნდა დავთმოთ, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა გარკვეული საშიშროებაც, რომ საქართველოს გარეშეც შეიძლება ისინი მაინც მიიღონ ორგანიზაციაში, რაღაც მექანიზმები არსებობს საამისოდ.
ამიტომ უნდა შევხედოთ, რა სიტუაცია იქნება. ვინც ამაზე აგებს პასუხს ხელისუფლებაში, მათ უნდა გათვალონ, ქვეყნისათვის რაა უკეთესი. რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის ღირსი იმისა, რომ ჩვენ მას მივცეთ თავისუფლება. რუსეთი რა, მზად არის, რომ შევიდეს მსო-ში? მას აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში".
რეალპოლიტიკის კანონების მიხედვით, საქართველოს სრული უფლება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმოქმედოს. ეს მის სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც მოუტანს შედეგს და ეროვნულ თავმოყვარეობასაც.

კომენტარი