სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 წლის ბიჭი კორონავირუსით დაინფიცირდა და სკოლა, სადაც ის სწავლობს, შესაძლოა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 14 წლის ბიჭის ინფიცირების გამო, შესაძლოა, სკოლა დაიკეტოს და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს.

მე-9 კლასის მოსწავლეს COVID-19 გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც მის თანაკლასელებს კორონავირუსზე ტესტი აუღეს.

ანალიზის პასუხებამდე ყველა მათგანი თვითიზოლაციაში რჩება. დანარჩენ კლასებში კი სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება.

რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100