"ბლატნოი" პუტინი (ვიდეო)
"ბლატნოი" - სწორედ ეს, პუტინისთვის მშობლიური სიტყვა გამოხატავს ყველაზე უკეთ იმას, რაც რუსეთის პრემიერის საჯარო გამოსვლებში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შეინიშნება. ქუჩის ჟარგონი და მანერები, პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი ან მეორე პირისთვის შეუფერებელი ფრაზები საჯარო გამოსვლების დროს ვლადიმირ პუტინისთვის ახალი ხილი არ არის. რუსეთში მოქმედმა გაერთიანება "სოლიდარნოსტმა" სწორედ საჯარო გამოსვლებიდან ამოკრიბა ის მარგალიტები, რაც პუტინის ბაგეთაგან სხვადასხვა დროს გადმოფრქვეულა და სამწუთიანი კლიპიც მოამზადა - ყოველგვარი ტექსტისა და კომენტარის გარეშე. კლიპს ასეც ჰქვია: "ბლატნოი" პუტინი".
კომენტარი