სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით კირკიტაძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ამ წუთებში, გურჯაანის სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის, დავით კირკიტაძის ადვოკატებმა მოსამართლე ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატები თვლიან, რომ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელიც წლების წინ სამსახურიდან კორუფციული ეჭვის გამო გაუშვეს (თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კვლავ მოსამართლედ დააბრუნა), სუბიექტურია და არ მოქმედებს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე.

ადვოკატების აზრით, ნუნუ ნემსიწვერიძე არ არის მიუკერძოებელი და გამოხატავს პროკურატურის ინტერესებს.

"მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და შეურაცხყოფას აყენებს დეპუტატებს" - აცხადებენ დავით კირკიტაძის ადვოკატები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100